იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში

   არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი, საქართველოს მასშტაბით, ატარებს სტუდენტურ ოლიმპიადას ეკონომიკაში (,,მომავალი ეკონომისტი’’).

   ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, მათ შორის, უცხოელებს. ოლიმპიადა ჩატარდება ორ ენაზე (ქართულიინგლისური). ოლიმპიადა ჩატარდება სამ ტურად.

  ოლიმპიადის საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი  ფულადი პრიზები: ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს 1 000 ლარს, მეორე ადგილის მფლობელი დაჯილდოვდება 700 ლარით, მესამე ადგილზე გასული - 500 ლარით, მეოთხე ადგილზე - 400 ლარით, მეხუთე ადგილზე- 300 ლარით. პირველ სამ ადგილზე გასულ სტუდენტებს დაეთმობათ საეთერო დრო ტელეკომპანია ,,იბერიასა“ და რადიო ,,კომერსანტში“.

  პირველ ათეულში გასული სტუდენტები მიიღებენ სხვადასხვა არაფულად პრიზებს. ფინალური ტურის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. ოლიმპიადა გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში.

   ოლიმპიადაზე მონაწილეობისათვის დარეგისტრირდით Facebook გვერდიდან  https://www.facebook.com/olympiadepec/?ref=aymt_homepage_panel (იხილე ღილაკი: რეგისტრაცია/Sign Up) ან ვებ-გვერდიდან: 

 http://olympiad.ge/index.php?Cat=NeWs&Cat_id=172&LanG=&oly=23

          ოლიმპიადაში მოინაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდეთ საიტზე:  www.olympiad.ge

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: სტუდენტური ოლიმპიადა ეკონომიკაში

alt

 
მნახველთა რაოდენობა: 11767
 
 
 
 
    2024 მარტი

    2

    3

    5

    8

    9

    10

    11

    16

    17

    18

    19

    21

    23

    24

    26

    28

    29

    30

    31


    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.