იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრების არჩევნებს.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრის კანდიდატად რეგისტრაციისთვის აუცილებელია, კანდიდატმა სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სამოქმედო გეგმა;
გ) ცნობა იმ ფაკულტეტის სტუდენტობის შესახებ, რომლის წარმომადგენლობაზეც იყრის კენჭს.
კანდიდატი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2016 წლის 10 სექტემბრის 10:00 საათიდან 2016 წლის 17 სექტემბრის 17:00 საათამდე სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახს ( I კორპუსი, I სართული, ოთახი # 22).