Erasmus+ ეროვნული ოფისი იწვევს ჟურნალისტიკის ფაკულტეტების სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში პუბლიკაციების/სიუჟეტების მოსამზადებლად პლაგიატთან დაკავშირებულ საკითხებზე.
Erasmus+ ეროვნული ოფისი ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ დაფინანსებით ატარებს კვლევას საქართველოს აკადემიურ სივრცეში არსებული პლაგიატის, მისი პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ. კონკურსის მიზანია საზოგადოების ინფორმირება შემდეგ საკითხებზე:
–არსებობს თუ არა პლაგიატის შემთხვევები საქართველოს უნივერსიტეტებში;
–რამდენად არიან სტუდენტები ინფორმირებული პლაგიატის შესახებ;
–რამდენად ასწავლიან სტუდენტებს აკადემიური სტანდარტების დაცვას;
–როგორია პლაგიატთან ბრძოლის მეთოდები ქართულ უნივერსიტეტებში;
–ნებისმიერი სხვა საკითხი/აქტივობა პლაგიატის თემის ირგვლივ.
ამ კონკურსზე წარდგენილი პუბლიკაციებიდან/ტელე–რადიო სიუჟეტებიდან შეირჩევა მაქსიმუმ ოთხი საუკეთესო და ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით. პუბლიკაციები და ტელე– რადიო სიუჟეტები თავდაპირველად გამოქვეყნდება პროექტის ვებგვერდზე მასალის შემდგომი თავისუფალი გამოყენების უფლებით.
ნაშრომები შეფასდება სპეციალური კომისიის მიერ.
პუბლიკაციები/სიუჟეტები მიიღება 2016 წლის 30 მაისის 12:00 საათამდე.
ნაშრომი უნდა გადმოგზავნოთ ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ნაშრომს თან უნდა ახლდეს კონკურსანტის გვარი, სახელი, უნივერსიტეტი და საკონტაქტო ინფრომაცია.
კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის ამ მისამართზე:erasmus.georgia@gmail.com ან FB საიტის მეშვეობით https://www.facebook.com/National-Erasmus-Office-Georgia-1401668916764629/