4 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კორტ ანდერსონმა, ილიაუნის საინჟინრო ფაკულტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მისცეს იმ გენეტიკური მეთოდების ღრმა და სისტემური ცოდნა, რომელიც გამოიყენება პოპულაციურსა და კონსერვაციულ ბიოლოგიაში, ბიოსამედიცინო გენეტიკაში, ფარმაკოლოგიასა და სოფლის მეურნეობაში.
,,ილიაუნის“ პროფესორმა თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს , ახალი სამაგისტრო პროგრამის გარდა, კიდევ ერთი პრეზენტაცია, ვაზის ჯიშების მოლეკულური ანალიზის შესახებ, წარუდგინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შესაძლებელია, სამომავლოდ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიაუნს შორის ერთობლივი პროგრამები განხორციელდეს.