იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიამ მაგისტრის ხარისხი 8 სტუდენტს მიანიჭა.
2016 წლის 28 ივნისს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ტიპოლოგიური ლინგვისტიკისა და მთარგმნელობითი საქმის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. (სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის თავმჯდომარე- პროფესორი როინ ჭიკაძე).
კომისიამ სამაგისტრო ნაშრომები დადებითად შეაფასა.