16 მარტს, თბილისში, პროექტში-,,გაიზიარე არჩევნები- ინფორმირებული ახალგაზრდა“- მიღწეული წარმატებებისთვის თესაუ-ს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ და „საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმისა და სწავლების ცენტრის“ ინიციატივით და მხარდაჭერით, თესაუ-ში დისკუსია თემაზე- „დემოკრატია და არჩევნები“- 2016 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა.
დისკუსიის მსვლელობის დროს დასმული კითხვები არჩევნებში სტუდენტების მონაწილეობის აუცილებლობას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ სხვა თემებს შეეხო. შეხვედრა პირდაპირ ეთერში ფეისბუკ-გვერდზე-,,გაიზიარე არჩევნები“-გადაიცემოდა.
პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია თესაუ-ს ასისტენტ-პროფესორი თეა ლათიფაშვილი.