2016 წლის 23 მარტიდან საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად საჯარო კონსულტაციები დაიწყო. შეხვედრები საზოგადოების ჩართულობის გაზრდას და მათი მოსაზრებების გაზიარებას ისახავს მიზნად, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს.
პირველი საჯარო შეხვედრა 2016 წლის 29 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსმა მრჩეველმა, გვანცა მეუნარგიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის განვითარების დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენელმა, ანი კეკელიძემ და არასამთვრობო ორგანიზაცია IDFI პროექტის კოორდინატორმა, საბა ბუაძემ გამართეს.
თელავის შემდეგ შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც.