თელავის პირველი საჯარო სკოლის ეკო -კლუბის ინიციატივით და ორგანიზებით, 19 მარტს თელავი მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ აქციას- "დედამიწის საათი 60+"- მესამედ შეუერთდა.
ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის და თელავის მერიის მონაწილეობით და მხარდაჭერით გაიმართა.
აქციის მთავარი მიზანია, ,,დედამიწის საათის“ და საქართველოს მწვანე და უსაფრთხო მომავლის მიმართ საკუთარი თანადგომის გამოხატვა .
ამ დღეს ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით იმართება და კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და მის გარემოს სასარგებლოდ შეცვლას ემსახურება.