იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დისკუსია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის პროფესორ ნოკოლაი კოვალევთან თანამშრომლობით და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საინფორმაციო ლექცია-დისკუსიებს ატარებს.

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია   ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ 13 ოქტომბერს გაიმართა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის  ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ სტუდენტებს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მელაძე და კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის  ასოცირებული პროფესორი ნიკოლაი კოვალევი ესაუბრნენ.

  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. ამ პერიოდიდან დღემდე სასამართლომ მათი დახმარებით 22 საქმე განიხილა. მათ შორის იყო საზოგადოებისათვის ცნობილი, არაერთი გახმაურებული საქმე, თუ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ გამართული პროცესები.

   2017 წლის იანვრიდან, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კიდევ 5 ქალაქის : ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში ამოქმედდება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4246