17 იანვარს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროექტის- ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისთვის“-ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები სამოქმედო კვლევის მეთოდებს და კვლევის განხორციელების დეტალებს გაეცნენ.
ტრენინგს განათლების ექსპერტები: თამარ მოსიაშვილი, სიმონ ჯანაშია და დავით ლიპარტელიანი უძღვებოდნენ.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტთან და World Vision-თან თანამშრომლობით , ხორციელდება.
ტრენინგი ორდღიანია და 18 იანვარს დასრულდება.