იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები თესაუ-ში

            იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 60 სტუდენტი რთველი 2016-ის პერიოდში ღვინის ქარხანაში დასაქმდება.

            ახალგაზრდები ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა 19 ივლისს, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ შეარჩიეს. შერჩევის პროცესი კონკურსის სახით წარიმართა  და საუკეთესო კომპიუტერული უნარ-ჩვევების გამოვლენას ითვალისწინებდა.

            ღვინის ქარხანებში დასაქმებამდე  სტუდენტები სპეციალურ ტრენინგს გაივლიან და სამუშაო პროცესში სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებენ. გასულ წელს ღვინის ქარხანებში დასაქმებული  უნივერსიტეტის 38 სტუდენტი  რთველი 2016-ში კონკურსის გარეშე ჩაერთვება.

            თანამშრომლობა ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და თესაუ-ს შორის 2014 წლიდან დაიწყო. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6752