2016 წლის 11-15 ივლისსივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა_ გამოყენებით ბიომეცნიერებებსა და ბიოტექნოლოგიაში (პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ)საზაფხულო სკოლა მოაწყო.
. საზაფხულო სკოლის თანამონაწილეები და მხარდამჭერები იყვნენ:საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტი, სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის, ალკალას უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და შპს ღვინის ლაბორატორია.
სეზონური სკოლის მიზანი ბიოტექნოლოგიური კვლევის სხვდასხვა მიმართულებით, ინტენსიური ერთკვირიანი თეორიულ-პრაქტიკული კურსის გავლის გზით, საქართველოში გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგის და მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტების პროფესიულ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობაა. სკოლის მსმენელები იყვნენ თსუ-სა და პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები იყვნენ.
საზაფხულო სკოლის გახსნაზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი იყო მიწვეული. დეკანმა თავის სიტყვაში თავისი ფაკულტეტის კვლევის ძირითადი მიმართულებები წარმოადგინა და სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საზაფხულო სკოლაში ტესტირების წარმატებით გავლის შემდგომ თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.