27 ოქტომბერს, საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის-,,საუბრები ლიტერატურაზე“- ფარგლებში, თესაუ-ში თამარ ჯაფარიძის საჯარო ლექცია -,,უილიამ შექსპირის თეატრი“ -გაიმართა.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ინგლისელი დრამატურგის და პოეტის, უილიამ შექსპირის, შესახებ ისაუბრა, რომელიც მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლადაა მიჩნეული.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაერთი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც სხვადასხვა კლასიკოსი მწერლების ცხოვრებას და შემოქმედებას შეეხო.
ღონისძიებაზე-,,საუბრები ლიტერატურაზე“, რომელსაც საქართველოს მწერალთა სახლი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ახორციელებს, მოწვეული ლექტორები თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ფრანგულ, ბრიტანულ, გერმანულ და რუსულ ლიტერატურაზე ესუბრებიან.
პროექტი, რომლის მიზანია ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობით, თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.