საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისათვის შემდეგ უნივერსიტეტებში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
ბულგარეთის რუსეს უნივერსიტეტი - 2 ადგილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
იტალია, ტუშას უნივერსიტეტი - 2 ადგილი : 1 ტურიზმის და 1 აგრარულის მეცნიერების მიმართულებით;
ავსტრიის პედგოგიური უნივერსიტეტი - 1 ადგილი, განათლების მიმართულებით;
ვილნიუსის ბიზნეს კოლეჯი- 2 ადგილი, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
გამარჯვებულმა კონკურსანტმა სალექციო კურსი უნდა წაიკითხოს მასპინძელ უნივერსიტეტში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დარეგისტრირდეთ უცხო ენის გამოცდაზე 11 ნოემბრამდე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში. გამოცდა ჩატარდება 14 ნოემბერს, 14:00 საათზე (ინგლისურსა და რუსულ ენებში), ხოლო 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, კომისიის წინაშე. წარმოადგინეთ ჩასატარებელი ლექციების მოკლე აღწერილობა (ინგლისურ ან რუსულ ენაზე).
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- ენის სერთიფიკატი (ინგლისური ან რუსული );
- ჩასატარებელი ლექციების აღწერილობა (ინგლისურ ან რუსულ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ან რუსულ ენაზე);
- C.V. (ნიმუში იხილეთ შემდეგ ვებ გვერდზე: https://europass.cedefop.europa.eu/en/documents/curiculum-vita/templates-instructions.iehtml )
დოკუმენტების ჩაბარების ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი