იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დისკუსია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ვილფრედ ლორიელს უნივერსიტეტის პროფესორ, ნოკოლაი კოვალევთან თანამშრომლობით და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით საინფორმაციო ლექცია-დისკუსიებს ატარებს.

     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია  13 ოქტომბერს, 12 საათზე, სხდომათა დარბაზში გაიმართება.

  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. ამ პერიოდიდან დღემდე სასამართლომ მათი დახმარებით 22 საქმე განიხილა. მათ შორის იყო საზოგადოებისათვის ცნობილი, არაერთი გახმაურებული საქმე თუ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ გამართული პროცესები. 2017 წლის იანვრიდან, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კიდევ 5 ქალაქში : ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში ამოქმედდება. 
  ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოს კონსტიტუცით გათვალისწინებული ინსტიტუტია, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საქართველოში აქამდე არსებულ მართლმსაჯულების პრაქტიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და საჯარო ინსტიტუტები თანაბრად იყვნენ ინფორმირებული სისტემის მუშაობის პრინციპებსა და წესებზე. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6483