იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, გარე მობილობის წესით გადმომსვლელ პირთათვის რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა შემდეგი გრაფიკით:
- გარე მობილობის პროცესში მონაწილე პირთათვის განცხადებისა და პირადი საქმის ასლების წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 7 თებერვლიდან 2017 წლის 13 თებერვლის 16:00 სააათის ჩათვლით;
- გარე მობილობის პროცესში მონაწილე პირთათვის წერილობითი თანხმობის წარდგენის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 7 თებერვლიდან 2017 წლის 14 თებერვლის 16:00 საათის ჩათვლით;
- უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ სტუდენტთა გარე მობილობის შედგები წარმოდგენილი იქნება 2017 წლის 15 თებერვლის ჩათვლით;
- ბოლო ვაკანტურ ადგილზე, კონკურენციის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეტი ქულა აქვს მიღებული.