იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ...ეპიზოდი პირველი...“-კონფერენცია თესაუ-ში

      15 დეკემბერს, თესაუ-ში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით,  კონფერენცია- ,,ციფრული აბორიგენები... ჩვენ ბუკელები ვართ...ეპიზოდი პირველი...“-ჩატარდა. ღონისძიებაში  თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების  V-VI კლასების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობდნენ.
      კონფერენციის მიზანი იყო  მოსწავლეთა საუკეთესო, ორიგინალური ნაშრომების წარმოჩენა (კომპიუტერულ გრაფიკა და ელექტრონულ-ანიმაციური პრეზენტაცია).
        შეხვედრა   თესაუ-ს რექტორმა გახსნა. ირმა შიოშვილმა  უნივერსიტეტის და სკოლის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.         
      პლენარული და სექციური მუშაობის შემდეგ, ღონისძიების ფინანსურმა მხარდამჭერებმა (სს ,,ლიბერთი ბანკი“  და ,,ღვინის მარანი“ )  კონფერენციის მონაწილეები  სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
      ორგანიზატორების (თესაუ-ს ასოცირებული პროფესორი- მარიამ ზაქარიაშვილი და მთავარი ტექნიკოსი-ირაკლი ჭიჭაშვილი) თქმით, კონფერენცია ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების ამაღლებას და უნივერსიტეტის და სკოლის ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას.
     ღონისძიების მონაწილე მოსწავლეები იმ თაობას წარმოადგენდნენ, რომლებსაც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ 2010-2011 სასწავლო წელს პირველად საჩუქრად ბუკები გადასცა. მათ ,,პირველ ბუკელებადაც“ მოიხსენიებენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 8479