იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს პროფესორები იტალიის ფერარას უნივერსიტეტში

      2016 წლის 10-14 ოქტომბერს ევროგაერთიანების პროგრამა ტემპუსის მიერ დაფინანსებული პროექტის- ,,კურიკულუმის განვითარება და რეგიონული სასწავლო პლატფორმის დაფუძნება ჰემატოლოგიის სწავლების გაუმჯობესების მიზნით, საბუნებისმეტყველო და სამედიცინო დარგებისათვის”- ფარგლებში, ფერარას (იტალია)უნივერსიტეტში  ტრენინგების კურსი კლინიკურ და ლაბორატორიულ ჰემატოლოგიაში ჩატარდა.

      პროექტის კოორდინატორები არიან ვესტმინსტერის ცნობილი უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ფორაქიშვილი, ვიცე- კოორდინატორი- ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ლიდიარდი.

   პროექტში, იტალიის, ესპანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა ჩართული.

    ტრენინგებს  თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაგდა დავითაშვილი და თესაუ-ს მოწვეული პედაგოგი, ექიმი ლეილა მეტრეველი დაესწრნენ.

    ტრენინგების მონაწილეები  საორგანიზაციო ჯგუფის,  პროფესორების: დონატო ჯემატის, ფრანჩესკო ბერნარდის და გულიელმო მარიანის შემადგენლობით, დაგეგმილ  ჰემატოლოგიის თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს დაესწრნენ და ჰემატოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიები და ბიო-ბანკი დაათვალიერეს.

  სამეცნიერო შეხვედრები ფერარას ისტორიულ ესტენსეს ციესიმაგრის საკონფერენციო დარბაზებში   გაიმართა. 14 ოქტომბერის შეხვედრაზე პროექტის (DECERPH) 3 წლის მუშაობის შესახებ  მოხსენებით  თესაუ-ს პროფესორი მაგდა დავითაშვილი გამოვიდა.

   თესაუ-ს პროფესორები ფერარას უნივერსიტეტში მიღებულ გამოცდილებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლად დანერგილი სასწავლო კურსის- „ჰემატოლოგიის“ -სწავლების პროცესში გამოიყენებენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6923