1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
25 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა ( მათ შორის, უმეტესობა- ქალები). დაღულუპთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც, იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.
2016 წლის 9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების და თელავის საზოგადოების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.