8 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხო ენის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩატარდა ლექცია-სემინარი- „თავისუფალი მეტყველება ტრადიციულ გაკვეთილზე“. სემინარს ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე, სარა გალაგერი უძღვებოდა, რომელიც თესაუ-ში უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტში ერთწლიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება .
შეხვედრაზე ტრენერმა მსმენელბს ყველა ის შესაძლო აქტივობა და დავალება გააცნო, რომელიც სასწავლო გარემოში მუშაობის დროს ეფექტურია.
სემინარში მონაწილეობა უცხო ენის სფეროში მოღვაწე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და საჯარო სკოლების პედაგოგებმა მიიღეს.