იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც ერასმუს+ პროგრამის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვეს, იტალიაში გაემგზავრნენ.
თესაუ-ს სტუდენტები: მარიამ ალექსიძე, ამირან ბოჭორიშვილი, ავთანდილ კიკნაძე იტალიის ქალაქ ვიტერბოში, ტუშას უნივერსიტეტში, 6 თვის განმავლობაში ისწავლიან.
ერასმუს+ არის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშემწყობი პროგრამა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. აღნიშნულ პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით მონაწილეობს.