აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, ახალგაზრდებში აფხაზეთის საკითხისადმი ინტერესის და ზოგადად თემის პოპულარიზაციის მიზნით, დაწესდა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები.
2016 წლის 07 ივლისის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის №200/ძ ბრძანებით განისაზღვრა კონკურსის გამოცხადებისა და სტიპენდიების მისანიჭებლად განაცხადების სამინისტროში რეგისტრაციის ვადები. ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი