იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საჭოს წევრების რჩევნებს.
სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბჭოს წევრის კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია კანდიდატმა სტუდენტური თვითმმათველობის საარჩევნო კომისიაში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სამოქმედო გეგმა;
გ) ცნობა იმ ფაკულტეტის სტუდენტობის შესახებ, რომლის წარმომადგენლობაზეც იყრის კენჭს.
კანდიდატი უნდა იყოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრი.
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 24.10.2016-ის 10:00 საათიდან 31.10.2016-ის 17:00 საათამდე სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო კომისიაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახს. ( Iკორპუსი, I სართული, ოთახი #22 )