შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას პოლონეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (The National Science Center of Poland) ორი საგრანტო პროგრამის შესახებ:
POLONEZ - დაფინანსების შესაძლებლობა მეცნიერთათვის, ვისაც თავიანთი კვლევის განხორციელება სურთ პოლონეთში მდებარე მასპინძელ ორგანიზაციაში. საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის 15 მარტს, საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 ივნისი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://www.ncn.gov.pl/polonez?language=en
HARMONIA – დაფინანსების შესაძლებლობა მეცნიერთათვის, ვისაც სურთ კვლევის განხორციელება საერთაშორისო პარტნიორებთან კოლაბორაციით, საერთაშრისო პროეექტების ფარგლებში. საგრანტო კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის 15 ივნისს. საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2016 წლის 15 სექტემბერი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://www.ncn.gov.pl/wspolpraca-zagraniczna/projekty-niewspolfinansowane?language=en