იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა

უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მიერ გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამა 2016-2017 სასწავლო წლისთვის.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სრულ და ნაწილობრივ სასწავლო სტიპენდიას 50 ქართველი სტუდენტისთვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
საბუთების მიღება იწარმოებს პარალელურ რეჟიმში, როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge , ასევე – სააპლიკაციო ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

 
მნახველთა რაოდენობა: 14943