იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიამ 6 სტუდენტს ბაკალავრის, ხოლო 4-ს მაგისტრის ხარისხი მიანიჭა.
2016 წლის 5 ივლისს, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სასურსათო ტექნოლოგიის სტუდენტთა საბაკალავრო და აგრონომიის სპეციალობის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. (საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი -მანანა კევლიშვილი).