1 ივლისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მიმართულებით პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, ასევე თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის უნივერსიტეტის მკვლევარები იღებენ მონაწილეობას.
კონფერენციის მონაწილეებს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი და განათლების ფაკულტეტის დეკანი დავით მახაშვილი მიესალმნენ.
კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება და მონაწილეებს კახეთის სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების შესაძლებლობაც ექნებათ.
ორგანიზატორები გეგმავენ, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, კვლევა, სწავლება“ ყოველწლიურად გაიმართება.