არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ და „საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმისა და სწავლების ცენტრის“ ინიციატივით და მხარდაჭერით, თესაუ-ში დისკუსია თემაზე- „დემოკრატია და არჩევნები“- გაიმართა.
შეხვედრა, რომელსაც თესაუ-ს ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტი ნინო პაატაშვილი უძღვებოდა, საუბარი დემოკრატიულ პროცესებში არჩევნების მნიშვნელობის და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ წარიმართა. დისკუსიის მსვლელობის დროს დასმული კითხვები არჩევნებში სტუდენტების მონაწილეობის აუცილებლობას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ სხვა თემებს შეეხო. შეხვედრა პირდაპირ ეთერში ფეისბუკ-გვრედზე-,,გაიზიარე არჩევნები“-გადაიცემოდა.
დისკუსიაში, რომლის ადგილობრივი კოორდინატორი თესაუ-ს ასისტენტ-პროფესორი თეა ლათიფაშვილია, მონაწილეობა „საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმისა და სწავლების ცენტრის“ წარმომადგენელმა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მიიღეს.