იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
აბიტურიენტები თესაუ-ში

   იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ღია კარის დღე“ ჩატარდა.   3 მარტს თესაუ-მ  ყვარლის, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების  საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა.    შეხვედრას რექტორის მოადგილეები, ფაკულტეტების დეკანები და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.  ისინი  აბიტურიენტებს უნივერსიტეტში არსებული  აკრედიტებული მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო ურთიერთობების და  კონფერენციების შესახებ ესაუბრნენ. აქცენტები გაკეთდა სწავლების მაღალ ხარისხზე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებსა და სტუდენტების სამომავლო დასაქმების პესპექტივებზე.

 საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ აბიტურიენტებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ცენტრები, არქეოლოგიის, თექის, ჟურნალისტიკის კაბინეტები  და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.

   თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ღია კარის დღე“ მომავალშიც გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 6957