იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პრეზენტაცია-„ქართული ხელნაწერი“

28 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტში ქართული ხელნაწერი მონაწილეთა პრეზენტაცია გაიმართა.
მოხსენებები ფილოლოგიის აკადემიურმა დოქტორმა შორენა ლაზვიაშვილმა, განათლების დოქტორმა ქეთევან შაშვიაშვილმა და ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის III კურსის დოქტორანტმა, თამარ შიუკაშვილმა, წარმოადგინეს.
პრეზენტაციას პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი და რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი ალექსანდრე მოსიაშვილი დაესწრნენ.
შორენა ლაზვიაშვილმა პრეზეტაციაში ისაუბრა პროექტის მიზნებსა და წაკითხულ ლექციებზე, რომელიც შეეხებოდა შემდეგ მოდულებს: ქართული ხელნაწერი, ქართული დამწერლობა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული ისტორიული დოკუმენტები, ქართული ნაბეჭდი წიგნი, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები.
ქეთევან შაშვიაშვილის პრეზენტაცია ეხებოდა გასვლით ლექციებს: ქართული ეპიგრაფიკა და წელთაღრიცხვის სისტემები ძველ საქართველოში. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებმა არაერთი ისტორიული ძეგლი მოინახულეს.
თამარ შიუკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა ინტერაქტიული პროგრამები, ვორქშოპები, დისკუსიები, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კოლექციების მონახულება, ვიზიტი დიგიტალიზაციის ლაბორატორიაში და ა.შ.
ქართველოლოგიის სეზონული სკოლა -,,ქართული ხელნაწერი, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ უცხოელებისთვის იყო განკუთვნილი, წელს ქართველი სტუდენტებისთვის პირველად ჩატარდა და ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

 
მნახველთა რაოდენობა: 7583