- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იურიდიული სამსახური
- მატერიალური რესურსების მართვის სამსახური
- საფინანსო სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- საგამოცდო ცენტრი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი
2022-06-24
ცენტრის საქმიანობის შეაფასებისას, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილმა, მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს. 2022-06-15
13 ივნისს, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში ჩატარდა პანელური დისკუსია ორ მნიშვნელოვან თემაზე: „ბავშვის უფლებები“ - დისკუსიას უძღვებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთში, ეთერ შიუკაშვილი და „ადრეული განათლება და ხელმისაწვდომობა“ - დისკუსიას უძღვებოდა ასოც. პროფესორი, შორენა ძამუკაშვილი. დისკუსიაში მონაწილეობდა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. 2022-06-17
17 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო ფორუმი „ქართული ენის ამაგდართა საფიხვნო“_ შეხვედრა მეცნიერთან. 14 ივნისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, „იდეატორთა კლუბის“ პროექტების შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა. თესაუში სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXVI (81-ე) საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
10 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტ ბაკალავრთა და მაგისტრანტთა XXVI (81-ე) საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 6-9 ივნისს ჩატარდა მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია. 2022-05-06
4 მაისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში, გაიმართა ერასმუს + -ის ჟან მონეს პროექტის ,,ევროპული ღირებულებების და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში'' ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ საქართველოს სკოლებში საერთო (ევროპული) ღირებულებების სწავლების შესახებ განხორციელებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. 2022-05-06
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში UNICEF-ის მხარდაჭერით პროექტის „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის დასანერგად“ ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგები დაიწყო: 2022-05-20
18 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ექსპერტს -საგარეო პოლიტიკის მკვლევარს, ნიკოლოზ ხატიაშვილს უმასპინძლა. 2022-05-11
ბუნებისმეტყველების პედაგოგების ტრენინგების ციკლი განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს. 2022-05-11
პრეზენტაცია 4 მაისს, უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში გაიმართა. ჟან მონეს პროექტის “ევროპული ღირებულებების და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში” ფარგლებში, კვლევის შედეგები ევროპის უნივერსიტეტის მკვლევარებს ეკუთვნის, რომელიც მათ საქართველოს სკოლებში საერთო -ევროპული ღირებულებების სწავლების შესახებ ჩაატარეს. 2022-05-11
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები ტრენინგებს გაივლიან. 2022-04-26
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ეკონომიკის სპეციალობის მეორე კურსის სტიპენდიანტი სტუდენტი, კესო სახიაშვილი, 10 აპრილს ,,აღმოსავლეთ ევროპის” უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა. 2022-04-16
14-15 აპრილს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩატარდა. 14 აპრილს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის და სტუდენტური დარბაზის ინიციატივით, გაიმართა დისკუსია სახელმწიფო ენის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფ. ნუნუ გელდიაშვილი. 2022-04-13
მიმდინარე წლის 9 - 17 აპრილს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემებზე „ბიზნეს დაგეგმარება" და „ფინანსური აღრიცხვა“. 2022-04-10
მიმდინარე წლის 4 აპრილს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის II კურსის სტუდენტის, „მთის პოეტის“, გიორგი ზუბიტაშვილის წიგნის-„მზე ხელისგულზე ჩამომეღვარა“- პრეზენტაციაზე. შეხვედრაზე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა შეაფასეს სტუდენტის პოეზია და მისი შემოქმედება სხვადასხვა კუთხით განიხილეს. 2022-04-10
2022 წლის 1 აპრილს გაიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა და ლექტორთა ონლაინ შეხვედრა თემაზე: სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების გავლენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსზე. 2022-03-30
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (GSOA) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 26-28 მარტს, გასვლითი სამუშაო შეხვედრა დაბა ბაკურიანში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას პარტნიორი ორგანიზაციები, უცხოელი ტრენერები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები იღებდნენ. 2022-03-11
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,იუნისეფთან“ თანამშრომლობით, ,,ბავშვის უფლებების ცოდნის ცენტრი“ გაიხსნა. პრეზენტაციას გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ჰასან ხალილი, თესაუს-ს რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფესორი ალექსანდრე მოსიაშვილი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით მახაშვილი, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის პროფესორ-მსწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. 2021-12-29
,,საქართველოს დაცული ტერიტორიების როლი ეკოტურიზმის განვითარებაში",-28 დეკემბერს გამართულ ამ სახელწოდების ვებინარს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ნატა სულთანიშვილი, უძღვებოდა. 2021-12-25
ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალის შედეგად, სხვადასხვა ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ შორის ,,წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის” წოდება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და წყალბურთის “დინამო თბილისის” ახალგაზრდა მოთამაშეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტს, გიორგი მაგრაქველიძეს, მიენიჭა. 2021-12-25
24 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა და მოსწავლეთა III სამეცნიერო კონფერენცია - „ვისწავლოთ და ვიკვლიოთ ერთად"-გაიმართა. 2021-12-25
24 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა და მოსწავლეთა III სამეცნიერო კონფერენცია - „ვისწავლოთ და ვიკვლიოთ ერთად"-გაიმართა. 2021-12-21
21 დეკემბერს, სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. 2021-11-30
2021 წლის 15-16 ნოემბერს, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის Erasmus+ პროექტის DITECH მესამე ეროვნული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მუშაობაში პროექტში ჩართული საქართველოს უნივერსიტეტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მონაწილეობდნენ. 2021-11-28
ევროპის საბჭოს ეგიდით, 15 -24 ნოემბერს, თანასწორობის კვირეული ჩატარდა, რომლის დევიზი იყო ,,ყველა თანასწორობისთვის." 2021-11-27
26 ნოემბერს ,,გაეროს ბავშვთა ფონდის“ (UNICEF) წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს საჩუქრად წიგნები გადასცეს. 32 ინგლისურენოვანი გამოცემა სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამების შესახებ პუბლიკაციებს მოიცავს. როგორც სტუმრებმა თესაუში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, აღნიშნული წიგნები ლექტორებს და სტუდენტებს კვლევების ჩატარებაში დაეხმარება და სტუდენტების ინტერესების სფეროს გაფართოებას შეუწყობს ხელს. 2021-10-12
2021 წლის სექტემბრიდან, UNICEF -ის მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის - „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის დასანერგად“ - განხორციელება. 2021-10-02
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, 1 ოქტომბერს ხელი მოეწერა მესამე წლის საგრანტო ხელშეკრულებას პროგრამის განმხორციელებელ RTI International-სა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. 2021-10-01
30 სექტემბერს, თესაუს სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა საგადასახადო და იურიდიულ საკითხებში საკონსულტაციო ფირმა შპს ,,იუაი“-ს წარმომადგენლებმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს. 2021-07-12
9 ივლისს, სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, შედგა ონლაინ შეხვედრა სასტუმრო ,,შატო მერეს“ წარმომადგენლებსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შორის. 2021-07-03
30 ივნისს, სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის ხელშეწყობით, ონლაინ პლატფორმა ზუმის მეშვეობით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ,,ლიბერთი ბანკის“ სათაო ოფისის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. 2021-06-19
18 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპატრამენტის ორგანიზებით, სტუდენტთა IV სამეცნიერო სესია -,,საუბრები ლიტერატურაზე"-გაიმართა. 2021-06-07
საქართველოს ტურიზმის ასოციაციასა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ავიაკომპანიამ- ,,კატარის ავიახაზები" თესაუს სტუდენტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო - ,,კატარის ავიახაზების" უსაფრთხოების ზომები პანდემიის პირობებში". 2021-06-29
გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის მიმართულების ორგანიზებით, 22 ივნისს საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია პროექტის- „თელავი და ინოვაციური ტურისტული მარშრუტების“ -ფარგლებში, დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 2021-06-28
მიმდინარე წლის 24 ივნისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, შალვა ამონაშვილის ცენტრში, გაიმართა მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის კახეთის რეგიონის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. განათლების სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟურიმ კახეთის რეგიონის ორი ღირსეული ნომინანტი გამოავლინა: საუკეთესო მასწავლებელი კითხვის სწავლებაში (მშობლიური ენა და ლიტერატურა) - მარეხ დიდებაშვილი, (გომბორის საჯარო სკოლა) და საუკეთესო მასწავლებელი მათემატიკის სწავლებაში-თამარ კაპანაძე, (ლაგოდეხის რ-ნის სოფ ვარდისუბნის საჯარო სკოლა). 2021-05-19
19 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრის და კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. 2021-04-09
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტებმა: თამილა შიუკაშვილმა, მარიამ იჩქითმა და თორნიკე ხუტუაშვილმა (ხელმძღვანელი -პროფესორი მაგდა დავითაშვილი) ოდესის კვების ტექნოლოგიების ეროვნული აკადემიის სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსზე- „შავი ზღვის მეცნიერება 2021“-მნიშვნელოვაან წარმატებებს მიაღწიეს. მათ ერთობლივად წარადგინეს ნაშრომი ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. 2021-01-29
27 იანვარს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ხელი პროექტის მეორე ეტაპის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა. 2021-01-22
საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმმა, რომელშიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიცაა გაერთიანებული, 13 იანვარს კონსორციუმის წევრი ორგანიზაციებისთვის ონლაინ შეხვედრა გამართა. 2020-09-07
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის- ,,ალავერდის ნეკროპოლის წარწერები“- პრეზენტაცია გაიმართა. სამეცნიერო კატალოგი რომლის ავტორები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები არიან, ალავერდის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული საფლავის ქვების და ტაძრის ინტერიერში არსებული სამარხების ეპიტაფიების შესახებ მონოგრაფიულ გამოკვლევას მოიცავს. 2020-12-26
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის ხელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იგეგმება საინფორმაციო შეხვედრა პროექტის - „ The King’s & Queen’s Club“ (ინგლისური ენის კლუბი) -შესახებ. პროექტი რეგისტრაციის შემდეგ სტუდენტებს სთავაზობს: 2020-11-18
19 ნოემბერს, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ინიციატივით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისათვის პრეზენტაცია-სემინარი გაიმართა. 2020-11-24
24 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალისათვის, ჩატარდა EBSCO- ელექტრონული ბაზების გამოყენების ტრენინგი, Zoom-ის დისტანციური წვდომის პლატფორმის გამოყენებით. 2020-12-01
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართულ საერთო-ევროპულ ფესტივალს- „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ -შეუერთდა. 2020-11-06
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 10 წარმატებულ სტუდენტს სტიპენდიები დაუნიშნა. ფონდის წარმომადგენლებმა შესაბამისისი ხელშეკრულებები სტუდენტთან დღეს გააფორმეს. 2020-10-13
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტი- ,,მზის მწვანე სკამი“ - თელავის მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს შორის დასახელდა. 2020-09-04
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. მზარდი სტატისტიკა წელსაც დაფიქსირდა. 2020-08-17
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 13 აგვისტოს, LLL კურსების ფარგლებში, განმეორებითი ჩატარდა სასწავლო კურსი_ სეტყვის შემდგომი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების გატარება ვაზის კულტურაზე. |
|
სწრაფი ბმულები