იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა

28 ნოემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაციაუფლებები საქართველომ“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საჯარო ლექცია გამართა.

ღონისძიება გახსნეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ნუნუ გელდიაშვილმა და ორგანიზაციაუფლებები საქართველოსაღმასრულებელმა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა. საჯარო ლექციას 40-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის, სტუდენტები და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

ლექციის ფარგლებში, „უფლებები საქართველოსიურისტებმა განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული გამოწვევები, ძალადობის გამომწვევი მიზეზები, პრობლემების აღმოფხვრის გზები და სახელმწიფოს მიერ გასატარებელ ღონისძიებები. ასევე ყურადღება გაამახვილეს მსხვერპლი ქალების მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენციის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ისაუბრა კახეთის რეგიონში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელზეც სტუდენტებმა ყურადღება გაამახვილეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების არაეფექტიანობაზე, კახეთის რეგიონში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, აგრეთვე იმ ბარიერებზე, რასაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

საჯარო ლექცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც “Let’s End Femicide” სლოგანით მიმდინარეობს.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2120
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.