იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სუდენტებმა Green SAF 2024-ის ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ბაქოს ექსპოცენტრში ჩატარებულ მწვანე STEAM აზერბაიჯანის ფესტივალზე, "Steam" და "საუკეთესო ინჟინერული გადაწყვეტილებისათვის"დაჯილდოვდნენ აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტმა, ცისანა კოლოტაძემ და ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტმა გოჩა შიშმანაშვილმა. (ხელმძღვანელი - პროფესორი მაგდა დავითაშვილი; მენტორი - თესაუ-ს კურსდამთავრებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სადოქტორო პროგრამის II კურსის სტუდენტი, გიორგი იუკურიძე).
ფესტივალი კლიმატის ცვლილების, გარემოსა და ენერგეტიკის საკითხებს შეეხებოდა და მისი მიზანი STEAM-ზე დაფუძნებული განათლების ხელშეწყობა, შემუშავებული ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა, სტუდენტებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარება და კრეატიული სტუდენტების გამოვლენა იყო.
საერთაშორისო ფესტივალი მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.