იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებული კონკურსი --“საუკეთესო STEAM მოდელი“.

კონკურსის I ეტაპზე კახეთის რეგიონის სხვადასხვა კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად შექმნეს STEAM მოდელი და მუშაობის პროცესი, გამოყენებული მოდელი და მოდელის პრქტიკული მნიშვნელობა ვიდეოს საშუალებით წარადგინეს.

კონკურსის II ეტაპზე წარდგენილ მოდელებს შორის, ჟიურიმ საუკეთესო ნაშრომები სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინა:

დაწყებითი საფეხურის გამარჯვებული: ნიკოლოზ ჭკადუა--თელავის IX საჯარო სკოლის მოსწავლე;

საბაზო საფეხური: ვანო ნებიერძე-თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლის მოსწავლე; სალომე ფილიშვილი--ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლე;

საშუალო საფეხური: ნიკა ლომაშვილი--თელავის VII საჯარო სკოლის მოსწავლე.

საუკეთესო სკოლად დასახელდა თელავის VII საჯარო სკოლა, რომელმაც კონკურსზე ოთხი პროექტი წარადგინა.

 
მნახველთა რაოდენობა: 27
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.