აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრი დოქტორანტებსა და მათ ხელმძღვანელებს კონსულტაციებს უტარებს.
აკადემიური ხარისხის მაძიებლები და მათი ხელმძღვანელები ცენტრის წარმომადგენელთან ერთად, კონკრეტულ საკითხებს ინტენსიურად განიხილავენ და აზუსტებენ.
„სადოქტორო კვლევაზე მუშაობას და თანმხლებ კითხვებს საერთო გამოწვევებად ვთვლით და ვცდილობთ სამუშაო პროცესი უფრო საინტერესო გავხადოთ“,_აღნიშნავს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კახაშვილი.
ცენტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Erasmus+ პროექტის კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS), ფარგლებშია შექმნილი.




