ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ️

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის "ESTA" ს ლაბორატორიას ქალაქ თელავის N5 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ.

ბიოლოგიის მასწავლებლის, ნინო პიდათოვის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა იმუშავეს STEAMit სთიმითი -ის ინოვაციურ სასწავლო ნაკრებზე "ნეიროინჟინერია".

მოსწავლეებმა ააწყეს მოდელი, რომელშიც გამოყენებული იყო სმენის, მხედველობისა და ყნოსვის ელექტრონული სენსორები და ააგეს შეგრძნების ორგანოების მიერ თავის ტვინის შესაბამის უბანთან იმპულსების გადაცემის პროცესის იმიტაცია.

დაგეგმილი აქტივობა უკავშირდება საბაზო საფეხურზე ბიოლოგიის სტანდარტით გათვალისწინებული თემის, "ადამიანის მარეგულირებელი სისტემა" შესწავლას.

მოსწავლეებს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნინო მოდებაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა ნათია ბაღათრიშვილმა უმასპინძლეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 201
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...