იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს თელავის IX საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრში, თელავის მეცხრე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები, მშობლები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნათელა ჯიმშიტაშვილი იმყოფებოდნენ. საჯარო სკოლის პედაგოგმა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა, პროექტის მენტორმა, მაკა სიდამონიძემ, ბავშვებთან ერთად, რევაზ ინანიშვილის მოთხრობაზე, ,,ჩიტების გამომზამთრებელი’’ იმუშავეს. ტექსტის გაცნობისა და დამუშავებისას მათ, ერსონაჟის რუკა, მოწონებული ადგილის ილუსტრაცია და მსჯელობა, კომიქსები, T სქემა, ავტორის სკამი, ვენის დიაგრამა, ტესტები, ვარაუდების გამოთქმა და წერილი ავტორს, გამოიყენეს. მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები სიკეთეზე, მოამზადეს პლაკატები და ჩიტის სახლები, ონლაინ გვერდის http://wtitecomics.com-ის დახმარებით, ცოდნის ცენტრის სტუმრებმა, ასევე შექმნეს კომიქსები რევაზ ინანიშვილის მოთხრობაზე ,,ჩიტების გამომზამთრებელი“.

შეხვედრაზე, რევაზ ინანიშვილის ნაწარმოების სიუჟეტზე შექმნილი საბავშვო ფილმის ჩვენება გაიმართა. მოსწავლეებმა, USAID-ის საბაზო განათლების ფარგლებში, 2022 წლის ნოემბრიდან სკოლაში შექმნილი ,,კითხვის კლუბში ’’ მომზადებული, შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 2092
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.