იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს სტუდენტის წარმატება საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 2022 წლის 6-9 ივნისს ჩატარდა მულტიდისციპლინური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია.

კონფერენციაზე, ტურიზმის სექციაში (სექციის ხელმძღვანელი: პროფ. ეკა დევიძე) თესაუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტმა ნანა ჩეკურიშვილმა წარადგინა მოხსენება ბუნებაზე დაფუძნებული ტურიზმი - ეკოტურიზმი საქართველოში“  (ხელმძღვანელები: პროფესორი მაგდა დავითაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნანა ბერძენიშვილი).

ნანა ჩეკურიშვილის მიერ წარმოდგენილი მოხსენება კონფერენციის კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა საუკეთესო ნაშრომად და ის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო კრებულში დაიბეჭდება.  კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1894
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'