იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო პროექტის ფარგლებში კონფერენცია ჩატარდა

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო პროექტის ESTA-ს ფარგლებში კონფერენცია ,,ენობრივი უნარების განვითარება ბუნებისმეტყველების სწავლებისას” გაიმართა. 2021-2022 სასწავლო წელს პროექტ ESTA ფარგლებში დატრენინგებულმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის პედაგოგებმა, სასწავლო პროცესში დანერგილი ენობრივი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული ბუნებისმეტყველების სასწავლო მოდულების შესახებ, კონფერენციის მსმენელებს გამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციაზე უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტებმა მოხსენებები წარადგინეს. ნაშრომები მოიცავდა პროექტ ESTA-ს ფარგლებში შემუშავებული კურსის „ბუნებისმეტყველებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის ინტეგრირებულად სწავლება დაწყებით საფეხურზე“ ფარგლებში მიღებულ და პრაქტიკაში დანერგილ გამოცდილებას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა. პარტნიორებმა თეორიულ თემებზე, ასევე პრაქტიკაში ბუნებისმეტყველებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის ინტეგრირებულ სწავლებისას CLIL მეთოდის სკოლებში დანერგვის შესახებ გააკეთეს მოხსენებები. მოხსენებების შემდეგ ჩატარდა პრაქტიკული აქტივობები, სადაც მასწავლებლები და სტუდენტები გაეცნენ ბუნებისმეტყველებაში ბგერის შესწავლის თანამედროვე, კვლევასა და აღმოჩენაზე დაფუძნებულ სასწავლო მიდგომებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 2638
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.