ქართული ენის ამაგდართა საფიხვნომ, უნივერსიტეტში მოღვაწეობის 60 წლის აღსანიშნავად, ბ-ნ როინ ჭიკაძეს უმასპინძლა.
შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ გახსნა და ბატონი როინ ჭიკაძის საუნივერსიტეტო ღვაწლზე ისაუბრა.
რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილმა ბატონ როინს უნივერსიტეტში მოღვაწეობის 60 წელი მოულოცა და მისი კვლევების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როინ ჭიკაძის სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაზე გაამახვილეს ყურადღება: გიორგი გოგოლაშვილმა, ლევან ბრეგაძემ, დავით შემოქმედელმა, თამაზ ხმალაძემ, ზურაბ გაიპარაშვილმა, რამაზ მეფარიშვილმა, ნინო გიორგაძემ და სხვ.
როინ ჭიკაძემ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს, კოლეგებს და შეხვედრის ორგანიზატორებს გულთბილი შეხვედრისათვის.