იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტმა, ესპანეთში, ჰაენის უნივერისტეტში, ქართული ენის შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტმა, კესო სახიაშვილმა, ღონისძიება ქართული ენის დღეს მიუძღვნა.
ქართველმა სტუდენტმა, ესპანეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ სტუდენტებს, ქართული ენის ისტორიის, გოგებაშვილის "დედაენის" შესახებ უამბო და "აი ია", როგორც ქართული ენის სიმბოლო, ღონისძიების ყველა მონაწილეს, დაფაზე დააწერინა.
კესო სახიაშვილმა, უცხოელ სტუდენტებს, საქართველოს დროშა და გერბი წარუდგინა, ქართული ჩურჩხელით გაუმასპინძლდა და საქართველოს ჰიმნიც მოასმენინა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტი, კესო სახიაშვილი, ესპანეთის, ჰაენის უნივერსიტეტში, ერასმუს+-ის გაცვლითი პროგრამის მეშვეობით სწავლობს.