მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თესაუში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა.
ჰორიზონტი ევროპას საგრანტო ოფისის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე "საპროექტო განაცხადის ძირითადი კომპონენტები და შეფასების კრიტერიუმები".
ტრენინგს უძღვებოდა ოფისის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი, ქეთევან შაშვიაშვილი.
თემაზე "მეცნიერება- წარმატებული მეწარმეობის საფუძველი" ვორქშოპი ჩაატარა სამეცნიერო კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციების ცენტრმა.
შეხვედრაზე პრეზენტაცია ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა კევლიშვილმა და ფულბრაიტის პროგრამის წარმომადგენელმა, შერონ სკანელმა წარადგინეს.
2024 წელს, საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტების ფარგლებში, კახეთის საჯარო სკოლებში ჩატარებული კვლევის შესახებ, " პროექტმეთოდის გამოყენების კვლევა დაწყებითი განათლების საფეხურზე" პრეზენტაცია წარადგინა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, შორენა ძამუკაშვილმა.
თემაზე "თელავის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინდუსტრიის სერვისების შესწავლა, ანალიზი და კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება" პრეზენტაცია წარადგინა, სოციალურ მეხნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკუკტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა ალადაშვილმა.
მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში,ნუნუ გელდიაშვილმა გაუწია ორგანიზება.