იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სადოქტორო დისერტაციის დაცვა შედგა.
სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა, ზაზა ბააზოვმა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: ,,თაფლის ღვინის“ დამზადების ტექნოლოგიის სრულყოფა ფერმენტირებული ყვავილის მტვრის გამოყენებით“ წარადგინა.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, მარიამ ხოსიტაშვილმა გაუწია.
სადოქტორო ნაშრომის ოფიციალური რეცენზენტები არიან ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, გურამ პაპუნიძე;
ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა- მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ოლან გოცირიძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. ხორვატიის პოჟეგას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი, იოსიფ მესიკი.
ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზაზა ბააზოვს დოქტორის ხარისხი მიენიჭა.