იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ახალი უფროსი აირჩიეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 18 ხმით არცერთის წინააღმდეგ, სალომე თათულიშვილს დაუჭირა მხარი. სალომე თათულიშვილმა 2008 წელს დაასრულა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, სოციოლოგის სპეციალობით. აქვე დაამთავრა მაგისტრატურა და 2011 წელს მუშაობა დაიწყო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში. 2014 წელს, თათულიშვილი სამუშაოდ გადავიდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში. 2018 წელს, მან განათლების მეცნიერების მიმართულებით, დოქტორის ხარისხი მოიპოვა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3524
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.