იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის “PROVE’-ის კონსორციუმის შეხვედრა ჩატარდა

პროექტის „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის" ფარგლებში, ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები ევროპიდან, სომხეთიდან , აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

შეხვედრაზე პროექტის მიზნები, ამოცანები, აგრეთვე სამუშაო პაკეტების ლიდერების უფლება - მოვალეობები და გეგმა-გრაფიკი განიხილეს.

შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გაიმართა ადმინისტრაციული საკითხებისა და დროში გაწერილი ამოცანების შესრულების პროცესების შესახებ.

შეხვედრაზევე გადანაწილდა დავალებები, რომელიც სამუშაო პაკეტის ლიდერებმა პირველი პირისპირ შეხვედრის დროს 2024 წლის 9-11 დეკემბერს უნდა წარადგინონ.

პროექტის ძირითადი მიზანია სამხრეთ კავკასიის საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა, შესაბამისი კურსების შემუშავება, პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და უნვერსიტეტების გარეთ არსებული საზოგადოების ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა.

პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები , დაგეგმილია კონფერენციები და სასწავლო ვიზიტები.

პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი და საერთო ბიუჯეტი 673,668.00 ევროს შეადგენს.

პროექტის კოორდინატორია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მიმდინარე წელს, თესაუ-ს კოორდინატორობით ორი პროექტის განხორციელება დაიწყება.

 
მნახველთა რაოდენობა: 321