იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, კესო სახიაშვილი , საქართველოს სრულუფლებიანი ელჩმა ესპანეთის სამეფოში, ილია გიორგაძემ საელჩოში მიიწვია.
ელჩი ქართველი სტუდენტის სასწავლო წარმატებებითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა.
"აქ არ ვიქნებოდი ჩემი უსაყვარლესი უნივერსიტეტის გვერდში დგომის გარეშე. მადლობა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მის საუკეთესო ლექტორებს"- ამბობს სახიაშვილი.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, კესო სახიაშვილი, ესპანეთში გაცვლითი პროგრამით, ევროკავშირის დაფინანსებით იმყოფება.