CENN-ის ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში "მწვანე კავკასია-მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი ენერგიის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარი 3 გუნდი მონაწილეობდა.
პრეზენტაცია "მწვანე ეკონომიკის სკოლა 2025-ის" ფინალისტებმა უნივერსიტეტის მცირე დარბაზში გამართეს.
სტუდენტებმა 3 პროექტი წარადგინეს, რომელიც კისისხევის წყალშემკრები აუზის ტერიტორიაზე კისისისხევი-შალაური და წინანდალი-ქვემო ხოდაშენის ბილიკებზე ეკო-ტურიზმის შესაძლებლობების გაზრდის საკითხებს შეეხებოდა.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 15-მა სტუდენტმა, რომელთა შორის, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გახდა ჯგუფი "მწვანე ბილიკი" ელენე ზაალიშვილის, მარიამ პაპუნაშვილის, მარიამ მარკოზაშვილისა და ლევან მოსიაშვილის შემადგენლობით.
გუნდს უნივერსიტეტის პროფესორი ნელი ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა.
გამარჯვებულმა გუნდმა კონკურსში დაწესებული ფულადი ჯილდო მოიპოვა.
კონკურსში მონაწილე სტუდენტებსა და მათ ხელმძღვანელებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
საკონკურსო ნაშრომების პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თამარ თამარაშვილი. CENN ის დირექტორის მოადგილე რეზო გეთიაშვილი, CENN ის კოორდინატორი კახაბერ სუხიტაშვილი და ეკოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ილია ოქრომელიძე.
პროექტის "მწვანე კავკასია-მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი ენერგიის ხელშეწყობა საქართველოში" მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC).