იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლიტერატურულ კლუბს“ ახალი სეგმენტი_ „არტრეკომენდაციები“ დაემატა.
„არტრეკომენდაციების“ დაარსების იდეა ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებს, სალომე აზიკურსა და ეკატერინე მამნიაშვილს ეკუთვნით. „არტრეკომენდაციის“ მიზანი უნივერისტეტის აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან და თელავში მცხოვრებ საინტერესო ადამიანებთან მოკლე ვიდეო-გადაცემების ჩაწერაა.
პირველი ვიდეო სტუდენტებმა, ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელთან და დამფუძნებელთან, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან, ნინო გოგიაშვილთან ჩაწერეს.