შეხვედრას ,,ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში" პროექტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა ორი დღის განმავლობაში, უახლესი აგროტექნოლოგიების სასწავლო პროცესსა და საგანმანათლებლო პროგრამებში დანერგვის თაობაზე, საკუთარი პრეზენტაციები წარადგინეს.
კონფერენციის დასასრულს, მონაწილეები ღვინის კომპანია "შუმში" ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს გაეცნენ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველია, სადაც პროექტის ფარგლებში უკვე სრულდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჭკვიანი სათბურის მშენებლობა, დაგეგმილია დრონების ლაბორატორიის მოწყობა, აგრონომიის სპეციალობის სტუდენტებისათვის მომზადდება ახალი სასწავლო კურსი.
პროექტის პარტნიორები თესაუსთან ერთად, შვედეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, ფერმერთა ასოციაცია და ალტე უნივერსიტეტი არიან.
პროექტი აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, პროფესორ მანანა კევლიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.