იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ სტუდენტებმა აანთეს.
ახალი წლისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გახსნა, რომელმაც დამსწრეებს წარმატებული წელი უსურვა და ყველა საინტერესო წამოწყებაში თანადგომას დაჰპირდა.
უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა და საესტრადო ჯგუფებმა, საზეიმო კონცერტზე სპეციალურად ამ დღისათვის მომზადებული ნომრები შეასრულეს.
საზეიმო კონცერტი და საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.